რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა

373

რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა – რუსთავის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე Rustavi.gov.ge ინფორმაცია საკრებულოს შემადგენლობისა და მისი საქმიანობის შესახებ აღარ იძებნება. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

როგორც საინფორმაციო პორტალი QvemoQartli.ge წერს, რომ კითხვაზე – რატომ განხორციელდა აღნიშნული ცვლილება, –  რუსთავის საკრებულოში პასუხობენ, რომ აღნიშნული გამოხატავს, მხოლოდ, რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის დამოკიდებულებას.

ამჟამად, საკრებულო სხდომების ანონსის, კომისიების მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის იყენებს, სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებულ გვერდს: რუსთავის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

“მხოლოდ მერის პირადი დამოკიდებულებაა საკრებულოს მიმართ, სადაც “ქართული ოცნება“ არ არის უმრავლესობაში“, – ამბობს ნანა შატბერაშვილი, რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან.

შატბერაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსთაველებს ეზღუდებათ ინფორმაციის მიღება საკრებულოს მუშაობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ფინანსების მოძიების შემთხვევაში, საკრებულო შექმნის ვებგვერდს.

QvemoQartli.ge წერს, რომ საკითხზე სამი სამუშაო დღის განმავლობაში ელოდა კომენტარს რუსთავის მერიისგან, მაგრამ უშედეგოდ, რადგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.