ოპოზიცია, შაბათს, 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. მოლაპარაკება, “ლელოს” ოფისში დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გეგმებს არ შეცვლიან და გაყალბებული არჩვენების გამო, პროტესტი გაგრძელდება და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან მხოლოდ ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნის გათვალისწინებით გაიმართება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი კობა ნაყოფია ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნების ალტერნატივა არის ხელახალი არჩევნები და მეორე – გაყალბებაში მონაწილე პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობა.
“ჩვენ, რა თუ არასდროს არ გვითქვამს დიალოგზე უარი, ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა ფასილიტატორებთან ერთად, მე როგორც ვიცი შეხვედრები კიდე იქნება. ჩვენ გაქვს ამ დიალოგისთვის კონკრეტული მოთხოვნები, ეს ეხება პირველი – საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა ქვეყანაში, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება”, – ამბობს კობა ნაყოფია
“რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ საზოგადოება ყველა კონსტიტუციური გზით დაიცავს საკუთარ ხმას.
“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ “ოცნება” ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არა რის.
” ბუნებრივია კომუნიკაცია ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში საუბრობს დიალოგზე გახარია. მაგრამ რეალურად ისინი ჯერჯერობით დიალოგისთვის მზად არ არიან, ჩვენ მიზნად ყოველთვის ვართ დიალოგისთვის,” – ამბობს გიგი უგულავა
“ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია მზად იყო პარლამენტში შესასვლელად, თუმცა “ოცნებამ” ოპოზიციის ხმები მოიპარა. ბურჯანაძისვე თქმით, დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ შედგება ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღზე.
“ლელო საქართველოს” წევრი, საბა ბუაძეც სხვა ოპოზიცური დილერების მსგავსად ამბობს, რომ დიალოგი შეეხება ხელახალ არჩევნებს და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას.
აქვე გეტყვით რომ, ოპოზიცია დიდი აქციას გამართავს, მაშინ, როდესაც საქართველში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მაიკ პომპეომ უნდა გაიგოს, თუ როგორ გააყალბა ოლიგარქმა საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ამიტომ ოპოზიცური პარტიები დღეს ამ საკითხზეც მსჯელობდნენ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროს განსხვავებული ფორმატის აქციას გამართავს.
ცნობისთვის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.