შსს-მ ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

563

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში, სოფელ დიდ სამსარში მომხდარ ინციდენტზე, სადაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სახის არეში დაზიანება მიაყენეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება სსკ-ს 124-ე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობითა და 187-ე ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლებით მიმდინარეობს.

პირველი მუხლი ჯარიმას, ან ორ წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოს გულისხმობს, ხოლო მეორე მუხლის დამტკიცების შემთხვევაში პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ინციდენტი სოფელ დიდ სამსარში 25 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს ენზელ მკოიანის მხარდამჭერი დაესხა. მისი თქმით, ეს „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო.

იმავე დღეს სახის არეში მიღებული დაზიანებებით სამველ მანუკიანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.