ბათუმში, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ

428

ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდასხმა ალტ-ინფოს ოფისთან მოხდა. ძალადობის დროს ოფისიდან რამდენიმე პირი გამოვიდა, რომლებმაც უცნობ პირს მხარი დაუჭირეს.

თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც მიაყენა.