ახალქალაქში ოცნების კანდიდატს ფიზიკურად, სავარუდოდ, “ოცნების” საკრებულოს დეპუტატი გაუსწორდა

746

შემდეგი სტატია

“ფორმულას” ინფორმაციით, ახალქალაქში მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს სამველ მანუკიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა სოფელ პატარა სამსარში მოხდა, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს ხვდებოდა. მოქალაქეების ნაწილი მაჟორიტარის იქ ყოფნით გაღიზიანდა, რის შემდეგაც მანუკიანმა სოფელი დატოვა და ახალქალაქში ქართული ოცნების შტაბში გადაინაცვლა, სადაც პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

ფორმულას ინფორმაციით, მანუკიანს ფიზიკური დაზიანებები ქართული ოცნების ადგილობრივი საკრებულოს წევრმა მიაყენა.

ქართული ოცნების შტაბში დაპიროსპირებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი კი ადასტურებს, რომ სამველ მანუკიანი გუშინ, 25 ოქტომბერს კლინიკაში სახის დაზიანებებით შეიყვანეს.

“გუშინ შემოიყვანეს. ჰქონდა სახის არეში დაჟეჟილობა. ჩხუბის დროს მიღებულია დაჟეჟილობა. გუშინვე გაეწერა”, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი.

თავადა სამველ მანუკიანი ფორმულას ზარებს არ პასუხობს, კომენტარს არც ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი აკეთებს.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯერჯერობით არ დაუწყია.