ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იმ მერების სიაშია, რომელმაც თავი ამომრჩეველს ნეპოტიზმით დაამახსოვრა. ანუ, ვარდმანიძემ მერიაში, მეგობრებსა და ნათესავებს განსაკუთრებული პრივილეგიები, მათი დამსახურებისდა მიუხედავად მიანიჭა. ნათესაობით დასაქმებულთა სია საკმაოდ ვრცელია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნათესაობა მთავარი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც მერმა ა(ა)იპი „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ხელმძღვანელად ჯუმბერ ბოლქვაძე შეარჩია. თანამდებობაზე 4 წლის წინ დაინიშნა, თუმცა, რა დამსახურებისთვის – ვერ იხსენებს. არც ის იცის, რა მოთხოვნები იყო პოზიციციის დასაკავებლად. უფრო მეტიც, ბოლქვაძისვის ბუნდოვანია, რა მიზნით შეიქმნა მუნიციპალური ორგანიზაცია.
დამსახურების მიუხედავად, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული პრივილეგია მიანიჭა და უწყებაში კიდევ რამდენიმე მეგობარი და ნაცნობი დაასასაქმა. ერთ-ერთი მირზა ბახტაძეა, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც „მაცნემ“ გაარკვია, ბახტაძე ჯუმბერ ვარდმანის და ნადიმ ვარშანიძის მეგობრის შვილია. ამასთან, ხელვაჩაურის მოქმედი მერის ვაჟი და ბახტაძის და დანიშნულები არიან.
სავარაუდოდ, ნეპოტიზმითაა შერჩეული იგივე სამსახურის ხელმძღვანელის, მირზა ბახტაძის მოადგილეც. პოზიციაზე მერაბ მიქელაძეა. ეს უკანასკნელი სამუშაო საათებში ადგილზე არ დაგხვდა. ჩვენ კითხვები მის განათლებასთან და სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით გვქონდა. ადგილზე ვერ ვიპოვეთ ზური კაჭაყმაძე, რომელსაც მერთან წლების ნაცნობობა აკავშირება და ახლა იგი მისი მძღოლია.
ხელვაჩაურის მერის მიერ ნათესაობით დასაქმებულთა ვრცელ სიაზე საუბრობს ოპოზიცია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ თანდებობა მერიაში საკუთარი სანაცნობო წრის მისაყვანად გამოიყენა.
რამდენად საკმარისია აქვთ კვალიფიკაცია ხელვაჩაურის მერის მიერ დანიშნულ მეგობრებს, მათ შვილებს, ნაცნობებსა და ნათესავებს – ამაზე მათ მიერ შესრულებული საქმე მეტყველებს. ფაქტი კი ისაა, რომ ვარდმანიძემ ისინი თანამდებობებზე სავარაუდოდ ნეპოტიზმით მიიყვანა.
ცნობისთვის, გამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტს აგინებს. მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.
როგორც ბათუმელები წერს, ვარდმანიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო და მას შემდეგ, რაც მიიღო შენიშვნა, რომ არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებსა და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოხატავს ვარდმანიძის საქციელის გამო და მიიჩნევს, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. მათი თქმით, მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო.
ხელვაჩაურის მერმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იგი არასწორად მოიქცა და მას თავი უნდა შეეკავებინა. მისი მტკიცებით, ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.