“ნაცმოძრაობა” ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებლ უფუნქციო შენობაში საბავშვო ბაღის განთავსებას ითხოვს

462

“ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებულ უფუნქციო შენობაში საბავშვო ბაღის განთავსებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ოპოზიციონერები ხელვაჩაურის მერიას მოუწოდებენ მერიის მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც 2007 წელს აშენდა და 2012 წლამდე სხვადასხვა საჯარო უწყება იყო განთავსებული, ფუნქცია შესძინოს და საბავშვო ბაღი განათავსოს. ვინაიდან მათივე მტკიცებით, დასახლებაში ბაღებში აღსაზრდელებისთვის ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ბათუმის ტერიტორიაზეა და ხელვაჩაურის მერიის ბალანსზე არ ირიცხება. თუმცა, კომენტარი არ გააკეთეს არც ბათუმის მერიაში.