5 სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავს

361

მახო, ონტოფო, ზანაქეთი, სიმონეთი, დავითაძეები – 5 სოფლის მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიასთან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მოსახლეობას გაზიფიცირების, წყლის სისტემის, გარეგანათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სურს.

ადგილობრივთა განცხადებით, არსებული ვითარების შესახებ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.  მათივე თქმით, თუ დღევანდელ შეკრებას რეაგირება არ მოჰყვება, აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს, შესაძლოა, ზაზა დიასამიძე შეხვდეს.