წყლის პრობლემა ხელვაჩაურის სოფლებში – ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

540

ხელვაჩაურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობაში“ კორუფციაზე საუბრობენ. [არტოამ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება სოფელ ზანაქიძეებში ჭაბურღილისა და წყლის სისტემის მშენებლობას. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ოპოზიციის განცხადებით, წყლის სისტემის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, იგი დაიქსელა, ბიუჯეტიდან 256 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, სატეხიის და ზანაქიძეების მოსახლეობას  წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

მიშა ბოლქვაძე ჭაბურღილისა და წყლის სისტემის  კორუფციული გზით მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით  საუბრობს და  ამბობს, რომ პროექტი აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, თუმცა, რეაგირება არ  მოჰყოლია.

ყოფილი მერი სიტყვიერად განმარტავს, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მოქმედი მერი კი ამბობს, რომ აღნიშნული ჭაბურღილის ალტერნატიულით შეცვლაზე მუშაობენ, თუმცა, მისთვის უცნობია, რატომ გამოვიდა მწყობრიდან წყლის სისტემა ექსპლუატაციიდან 10 თვეში.