ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს

451

ხელვაჩაურის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და 2 000 ლარი ა(ა)იპ “ხელვაჩაურის სასაფლაოებისთვის” გამოყო. თანხა ორგანიზაციის თანამშრომლების ტრენინგს მოხმარდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მენეჯმენტი ორგანიზაციულ საკითხებში გადამზადებას საჭიროებს, თუმცა, თენგიზ ირემაძე არ აკონკრეტებს რა სახის სწავლება ჩაუტარდებათ საჯარო მოხელეებს.