“გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, “ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს,”- ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა ხელვაცაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძე, მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ჟურნალისტის გინებას დიდი აღშფოთება მოჰყვა.
“ბათუმელებმა” გუშინ, 12 ოქტომბერს, აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინებს. გამოცემის ცნობით, ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა.
გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ,,ბათუმელების” ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ…
Posted by ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი / Jumber Vardmanidze on ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020
დღეს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე ”ბათუმელების” ჟურნალისტების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.