გამოცემა “ბათუმელებმა” 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, მათ ჟურნალისტს აგინებს.
გამოცემის ცნობით, ჩანაწერი, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, როცა გამოცემა მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.
მედიის ინფორმაციით, კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, შევახსენეთ, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.
ვარდიმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილების შესახებ კითხვამ გააღიზიანა.