უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე: მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ

467

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების მსგავსი საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდებ. მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს.

“კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პიტველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ, – წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ამ წუთებში სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.