საქართველოს პირველი არხის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეულია ვიდეოკამერა

889

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, დაშავებულები არიან ტელეკომპანია “მთავარის” გადამღები ჯგუფის წევრებიც.