მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს, ათამდე პირი თავს დაესხა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობაში” “საქართველოს მედი-კლუბს” განუცხადეს, ფიზიკური ანგარიშსწორებისას ლაშა ქველაძესთან მყოფი სამი პირიც დაშავდა.
მათივე ცნობით, დაზიანებულია ლაშა ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ინციდენტში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან გიორგაძეც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს მედია-კლუბი” საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.