“ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის” შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლათან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ Facebook-ზე დაწერა.
ჩემი შტაბის წევრს ნინია ცისკარიშვილი ს შტაბიდან სახლში რომ მიდიოდა სახლთან ორი უცნობი კაცი აედევნა, ხელი დაუჯიკავეს და ძირს ათრიეს.. ჩვენ აქ ვართ კუკიაზე, პოლიციაც აქ არის. 1 თვეს გადავიტანთ! ვერ გაგვაჩერებთ!
Posted by Zviad Kuprava on ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2020
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ნინა ცისკარიშვილს თავდამსხემელბა ტელეფონი წაართვეს და მიწაზე დააგდეს.
“ნინია ჩემთან, შტაბში მუშაობს. სახლში, რომ მიდიოდა, დაალხოებით 10 სააათი იყო, ორი კაცი აედევნა, ტელეფონი წაართვეს და ძირს დააგდეს. ადგილზე პოლიცია მოვიდა, მეც ვესაუბრე. კამერაც 5 მეტრში არის. ნინიას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს, თუმცა, ფსიქოლოგირუად განადგურებულია, – ამბობს ზვიად კუპრავა
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 18 სექტემებერს, ღამით “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. 17 სექტემბერს, გვიან ღამით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, “მთავარი არხის” ჟურნალისტს “ქართული ოცნების” დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა. 15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.