დმანისში, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია. სახელდება ორი გვარი – ასლანიშვილი და ოკმელაშვილი. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ასლანიშვილი დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, ხოლო ოკმელაშვილი ე.წ. ზონდერი, რომელსაც როგორც ამბობენ, “ქართული ოცნება” მსგავსი “საქმეებისთვის” ხშირად იყენებს.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, ჯგუფური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი კი მომხდარს პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.
ცესკო-ში ამბობენ, რომ საარჩევნო ოლქში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დამატებით ინფორმაციას კი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეისწავლიან.