გვიან ღამით სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს, დაწყებულია გამოძიება

768

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს.

შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრიკის დასახლებაში მოხდა. ხაბეიშვილის განცხადებით, მინიმუმ ორმა შენობას აგურები ესროლა, შუშები ჩაამტვრია და გაიქცა, არიან თვითმხილვეებიც.

„დაარბიეს სამგორის საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს აფრიკის დასახლებაში. ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2 მამაკაცი იყო, რომელმაც ორგანიზებულად მოიტანა აგურები, დაუშინა და გაიქცა. ადგილზე იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

ეს არის ქვა, რომლითაც ქართულ ოცნება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას, ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს. მე მინდა ვუთხრა სამგორელებს, ეს არჩევნები არის თქვენი და ამ ქვის ხანაში დაბრუნებას ყველამ ერთად უნდა უთხრათ უარი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

https://www.facebook.com/levan.xabeishvili/posts/3512689912116687