კორონავირუსის პრევენციისთვის ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტით დაგეგმილი აქტივობები გადაიდო

994

წინა სტატია

ვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის – „COVID-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და ყველა არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება – დროებით, 2020 წლის 1 ივლისამდე შეჩერდეს “მონაწილეობითი ბიუჯეტის” პროგრამით დაგეგმილი აქტივობები, – ნათქვამია ქედის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქვეყანაში პანდემით გამოწვეული ვითარების დასტაბილურიების შემთხვევაში, ყველა დაგემილი აქტივობა გადაინაცვლებს ზემოთ აღნიშნული დროიდან, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია დამატებით გეცნობებათ”, – განმარტავენ მერიაში.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=128687268758773&id=102082734752560

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისულ და შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის გეგმას წამოადგენს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი შეზღუდვა – ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილს მოიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 თვით – 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებითვე, 17 აპრილიდან საქართველოში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით შეიზღუდა სასაფლაოზე გასვლაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.