ქედის მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას პირველად განახორციელებს

927

ქედის მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან პირველად განახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას, რომელიც პირველ ეტაპზე დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 ათასი ლარით დაფინანსდება. პროექტი მოსახლეობის იდეების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის შესახებ სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა.

სპეციალისტების განცხადებით, არსებული ბიუჯეტის მანკიერება სწორედ დაგეგმვაში მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლობაა.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი ტიპის პროგრამა პირველად ხორციელდება. ამ ახალი პროქტით კენჭისყრის პროცედურით მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი პროექტის განხორციელება სურს წლევანდელ წელს და ამ შემთხვევაში, მოქალაქე ხდება საბიუჯეტო პროცესის მთავარი აქტორი.