ბაღებში პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციები მოიხსნა

482

დღეიდან სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული სავალდებულო რეგულაციები მოიხსნა.

ასევე, რეგულაციები მოიხსნა სკოლებშიც. გაიხსნა სკოლის სასადილოები და ფუნქციონირება განაახლეს, სასკოლო წრეებმა. გარდა ამისა, შეიზღუდა სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი.