აფხაზეთის „ოპერატიული შტაბი“: გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

827

წინა სტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის „ოპერატიული შტაბის’’ ინფორმაციით, სოხუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 8 აპრილს გარდაცვლილ მოზარდს COVID-19-ი არ დაუდასტურდა.

„სპუტნიკ-აფხაზიას“ ცნობით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა.

უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებული მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.

ოუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.