ბათუმის N7-ე საჯარო სკოლაში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გამოფენის გამო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

493

ბათუმის N7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სტენდზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც გამოფინა.

ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა და ერთ-ერთმა მოსწავლემ სტენდთან აფხაზეთის დროშა ჩამოხია.

ფაქტზე აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია. სკოლის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს და პასუხისმგებლობას იმ სტამბას აკისრებს, რომელმაც სტენდისთვის დროშები დაბეჭდა.