ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში თვეში ერთხელ შესვლა უფასო იქნება

961

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეებისთის ყოველი თვის ბოლოს, პარასკევს უფასო იქნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ ბაღში ვიზიტის ტარიფები უკვე დაადგინა, რომელიც 9 მარტიდან ამოქმედდება.

„ეს არის საბოლოო ტარიფები, თუმცა განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, როგორც მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება უფასო ვიზიტებს, შესაძლებელია ასეთი დღეები დავამატოთ“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

საქართველოს მოქალაქისათვის ერთჯერადი შესვლა 2 ლარი იქნება. ამავდროულად დაწესდა მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა – 20 ლარი, 30 შესვლა – 40 ლარი, 60 შესვლა – 70 ლარი, 90 შესვლა – 90 ლარი.

განსხვავებული ტარიფია უცხოეთის მოქალაქეებისთვის.

ტარიფები არ ეხებათ 9 წლამდე ბავშვებს, მათთვის ბაღში შესვლა უფასო იქნება.

განახლებული ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.