ზუგდიდში სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

379

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ახლადრეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერეთის“ და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.

ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურით.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.