ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თარიღი შეცვალა და ბაღში შესვლა 8 მარტის ნაცვლად 9 მარტიდან იქნება ფასიანი.
ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის 8 მარტიდან ამოქმედდება სხვადასხვა ტარიფები: საქართველოს მოქალაქისათვის ერთჯერადი შესვლა 2 ლარი იქნება. ამავდროულად იქნება მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა – 20 ლარი, 30 შესვლა – 40 ლარი, 60 შესვლა – 70 ლარი, 90 შესვლა – 90 ლარი.
განსხვავებული ტარიფია უცხოეთის მოქალაქეებისთვის. მათთვის ბაღში ერთჯერადი შესვლა 5 ლარი იქნება. ხოლო მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა – 40 ლარი, 10 შესვლა – 30 ლარი.
გიდის მომსახურება 20 ლარია.
ასევე, ბაღში შესაძლებელია პიკნიკი, კემპინგის მოწყობა, სადღესასწაულო ღონისძიებების ვიდეოგადაღების ჩატარება,დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზების დაქირავება.
ტარიფები არ ეხებათ 9 წლამდე ბავშვებს, მათთვის ბაღში შესვლა უფასო იქნება.
განახლებული ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.