„გვექნება სხვადასხვა შეღავათიანი, საოჯახო და სოციალური პაკეტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს“ , – თქვა ბაღის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბაღში შესვლა უფასო 15 მარტიდან 15 ნოემბრამდე, დილის 06:00 საათიდან 09:00 საათამდე იქნება. 15 ნოემბრიდან 15 მარტის ჩათვლით კი 07:00 საათიდან 10:00 საათამდე. ასევე, ბაღში უფასოდ შესვლა შეეძლებათ 9 წლამდე ბავშვებს.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.