აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო: არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ

732

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, “არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

“თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ამჟამინდელ მთავრობასა და ოპოზიციას წავიდნენ კომპრომისზე და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადეს ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურში.

სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა. ე.წ პრეზიდენტმა კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.

ამასთან, აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ “პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა.