ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ალყა შემოარტყეს და შენობაში შეჭრას ცდილობენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
აფხაზური სააგენტოები იუწყებიან, რომ სამართალდამცავები ჯერ-ჯერობით აქციის მონაწილეების შეკავებას და შენობის დაცვას ახერხებენ. შეკრებილებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირიპირებაც მოხდა.
სააგენტო “ჩეგემსკაია პრავდა“ იუწყება, რომ ასობით მოქალაქე გამოვიდა მოთხოვნით, ჩატარდეს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და უკანონოდ ცნონ 2019 წელს ჩატარებული ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, სადაც გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
მანამდე აქციის მონწილეები დრამატული თეატრის შენობის წინ იყვნენ შეკრებილი და მოგვიანებით “პრეზიდენტის” ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.