2016-2019 წლებში მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო

841

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2016-2019) მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 7 683 125 ლარი,  წყალმომარაგებაწყალარინებისთვის – 475 084 ლარი, კულტურის ობიექტებისთვის – 370 690 ლარი, სპორტული ინფრასტრუქტურისთვის – 412 840 ლარი, ხოლო ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის – 78 261 ლარი დაიხარჯა.

“სკოლაპანსიონების რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდა –  მაღაროსკარის, ბარისახოს და შატილის სკოლებისამივე სკოლაპანსიონი რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა (შატილში ხანძრის გამო, შენდება ახალი პანსიონი).

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 1 მილიონი ლარი. უკვე დაფინანსდა 11 ახალგაზრდა მეწარმე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტის შექმნისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის მოსამზადებლადმაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 150 000 ლარი. სასწავლო პროგრამა მომზადებულია.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ დასახლებებში, მზის პანელები დაუმონტაჟდება 207 ბენეფიციარს, მიმდინარე სამუშაოები  2020  წელს დასრულდება

სოფლის ექიმის როლის გაძლიერების მიზნითმთის კანონის ამოქმედებამდე, 2014 წლის მაისიდან 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი

მაღალმთიან რეგიონებში აშენებული და რეაბილიტირებულია 110-ზე მეტი ამბულატორია, რასაც მოხმარდა 6 მილიონ ლარზე მეტი (ყველაზე მეტი 2 მილიონი ლარის ღირებულების 31 პროექტი განხორციელდა რაჭალეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში); გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სადგურებისათვის სპეციალიზებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა 10 მუნიციპალიტეტს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სხვადასხვა მთიან რეგიონში აშენებული და რეაბილიტირებულია 155 კილომეტრი გზა, რასაც მოხმარდა 150 მილიონ ლარზე მეტი

სტიქიის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, 14 მუნიციპალიტეტში განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 პროექტი, ხოლო ბუნებრივი კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსდა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები.  

მიმდინარეობს 984 მილიონი ლარის ღირებულების 349 კმ გზის მშენებლობარეაბილიტაცია. მთის გზების რეაბილიტაციის გარდა, იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ეს არის ისეთი მნიშვნელობის გზები, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ყოფის გაუმჯობესებას. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკაარხოტის 28 კმიანი გზის მშენებლობა; რაჭის 45 კმიანი საავტომობილო გზის მშენებლობასნოჯუთაროშკაშატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმიანი საავტომობილო გზის მშენებლობა; ლენტეხიმესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ფშავხევსურეთსა და გუდამაყარში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 260-ზე მეტი ოჯახი ჩაერთოს ფართოზოლოვან ინტერნეტკავშირი.

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით წელს დასრულდა და პირველად მიიღო პროფესიული სასწავლებელში სტუდენტები ხულოს ფილიალმა, დასრულების ეტაპზეა შუახევში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულები

2018-2019 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 226 სტუდენტი

მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სკოლების არარსებობის გამო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სწავლის პროცესი სხვადასხვა შენობაში ან სხვა დასახლებაში მიმდინარეობდაგარდა ამისა, მიმდინარეობს 14 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მთიან რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი. აშენდა და რეაბილიტირდა ვიზიტორთა ცენტრები, მომზადდა 10 სამთოსაფეხმავლო ბილიკის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტისთვის, მოხდა სხვადასხვა რეგიონის ტურისტული მარშრუტების მარკირება.

სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად აშენდა 4 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო მესტიის, ყაზბეგის, აბროლაურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში; პროგრამადანერგე მომავალი“- ფარგლებში გაშენდა 80 ჰექტარი ახალი ბაღი მაღალმთიან დასახლებებში.

საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით სტეფანწმინდაში მოეწყო მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ხოლო დაბა შუახევშიდაბა ხულოში, დაბა ქედასა და ცაგერში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები. საზოგადოებრივი ცენტრი 2020 წლის დასაწყიში გაიხსნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია. ამასთან, მთის პოპულარიზაციის მიზნით დღეს, 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.