მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო უკვე მეორე წელია ოფიციალურად აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს – 11 დეკემბერს. მთის საერთაშორისო დღე საქართველოს მთავრობის ინიციატივით აღინიშნება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU), ავსტრიის, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები.
“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია. საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, მთის მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რისთვისაც, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭოც და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი”, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობთ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია (2019-2023 წწ). სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარია.“მთის კანონის“ თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები
გარდა ამისა, მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.