მესტიის, ყაზბეგის, აბროლაურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 4 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო აშენდება

879

წინა სტატია

სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად მესტიის, ყაზბეგის, აბროლაურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 4 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო აშენდება, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გარდა ამისა, “დანერგე მომავალი-ს” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებებში 80 ჰექტარი ახალი ბაღი გაშენდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტორს ცნობით,  მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2016-2019) მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

ცნობისთვის, მთის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია. ამასთან, მთის პოპულარიზაციის მიზნით დღეს, 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.