ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზრდება

398

ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზრდება. როგორც მერიაში აცხადებენ საბიუჯეტო ცვლილების ფარგლებში ჩატარდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე მოეწყობა სკვერი, საბავშვო ატრაქციონები და საყრდენი კედლები, ასევე, დაიგება ბეტონის გზები და შეიცვლება დაზიანებული ლიფტები. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებს და გამიცვლება სახურავები. უფრო ვრცლად დაგეგმილ სამუშაოებზე იხილეთ ვიდეო.

https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/videos/1095202071411268