ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს “დაგი“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.