შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონის შენობა იწვის

694

შემდეგი სტატია

შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონის შენობა იწვის. სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობდა. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ფხია ჭინჭარაულმა გაავრცელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მათივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.