საბურთალოს გამგეობამ “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის
პროგრამის” ფარგლებში 71 სხვადასხვა პროექტი განახორციელა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 097 346 ლარით დაფინანსდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, წყალარინების ქსელი 14 მისამართზე განახლდა,
28 ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ოთხი ქანობიანი და 10
ბრტყელი სახურავი შეკეთდა, სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები შვიდ
მისამართზე, ხოლო, ორ მისამართზე სართულშუა ნაპრალის ამოვსების
სამუშაოები ჩატარდა. აგრეთვე, ამ პროგრამის ფარგლებში, მოწესრიგდა
სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
საბურთალოს გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-
ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო
ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.