“ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ – ასე უპასუხა ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა მისი და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შესაძლო ნათესაურ კავშირზე დასმულ კითხვას. მირანდა მესხი აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს არ არის საინტერესო თემა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები არიან,“ – განაცხადა მირანდა მესხმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ნათესავები არიან.