ოპოზიციის პროტესტის ფონზე ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეციალური სიები დაამტკიცა

885

სტატიის გაგრძელება

ოპოზიციის პროტესტის ფონზე ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეციალური სიები დაამტკიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ისეთი სიები, სადაც სხვაგან რეგისტრირებული ადამიანები წერია.

ამ წუთებში ჟურნალისტები ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის კომენტარს ელოდებიან. გარკვეული პერიოდით პოლიციამ დერეფანი ჩაკეტა და მასთან ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. თუმცა უკვე გაიხსნა და ცესკოს წარმომადგენლებმაც განმარტეს, რომ მირანდა მესხი ცოტა ხანში მედიასთან სასაუბროდ გამოვა.

ამ ყველაფერს წინ კომისიის წევრებს და ოპოზიციას შორის დაპირისპირება უძღოდა. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ და განეხილათ მათი მოთხოვნა, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების, მათივე მტკიცებით დაუცველ უბნებზე გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე მსჯელობის და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მანამდე ხატია დეკანოიძემ შეკრებილებს ვიდეომასალა უჩვენა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ სად, როგორ პირობებში გადაიტანეს სიები და რეგისტრატორის ბეჭდები.