ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ხუთი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. მათი რეგისტრაციის ვადა 2 აპრილს ამოიწურა. მუნიციპალიტეტის მერობისთვის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზვიად სიჭინავა, თენგიზ ჯგუშია, დათო თორდია, მალხაზ ქუჩულორია და გოგიტა ბიგვავა იბრძოლებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, საინიციატივო ხუთკაციანმა ჯგუფებმა კანდიდატების დასარეგისტრირებლად მხარდამჭერთა სიები 9 აპრილამდე უნდა წარადგინონ.
ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” ვიცემერი გიორგი შენგელია იბრძოლებენ.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია