ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოსახლეობისთვის გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ჭითაწყარიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მერი მოსახლეობას მოადგილეებთან ერთად შეხვდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მამუკა წოწერიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
მერის თქმით, ანგარიშის წარდგენასთან ერთად, „ეს იყო მოსახლეობასთან ინტერაქციის კარგი შესაძლებლობა“ და ყველა პროგრამა, ყველა ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდება, „მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული“.
ზუგდიდის მერიის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2022 წელს 134 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით 134 მილიონ ლარამდე, განხორციელდა.