გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელა

994

წინა სტატია

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის მერის არჩევნებში ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაშემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, რულოვსს თავად სურდა ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი.

2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. თუმცა, მან არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება.