დადიანების ეზოში აღდგენილი ბრინჯაოს ქანდაკება “კოლხიშ ნანა“ დადგეს

1268

წინა სტატია

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში, კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება – “კოლხიშ ნანა“ დადგეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ქანდაკება ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.

ქანდაკებისთვის “კოლხიშ ნანას“ სახელის მინიჭების ინიციატივით ზუგდიდის საკრებულოს მეღვინე მიხეილ ცირდავამ 1 მარტს მიმართა, მისი ინიციატივა საკრებულომ მოიწონა.

“გადაწყდა, რომ ქანდაკებას ეწოდოს კოლხიშ ნანა. სარესტავრაციო სამუშაოების შემსრულებელმა შეცდომით კოლხური ნანა დააწერა, რაც ამ დღეებში გასწორდება“, – განაცხადა ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ ქანდაკება ჯერ კიდევ შარშან, მაისის თვეში დააზიანეს.