დადიანების სასახლის აღდგენისთვის აშშ-ის საელჩომ 300 000 დოლარი გამოყო

658
დადიანების სასახლე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, დადიანების სასახლის აღდგენა იწყება.

საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის საელჩომ 300 000 დოლარი გამოყო.

“დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას”, – აღნიშნავს საელჩო „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.