ზუგდიდში მხედარი ქალის სკულპტურისთვის “კოლხიშ ნანას” სახელის მინიჭება სურთ

1460
ზუგდიდში

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მეწარმე მიხეილ ცირდავა ზუგდიდის საკრებულოს ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურისთვის კოლხიშ ნანას სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნული ინიციატივა მოიწონეს.

ქანდაკება დადიანების მუზეუმის ეზოში გასული წლის თებერვალში დადგეს. ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ქანდაკება ჯერ კიდევ შარშან, მაისის თვეში დააზიანეს. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ქანდაკებას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, თუმცა როდის ჯერ არ იციან.