კასპის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 2 პროექტი 1 924 040 ლარით დაუფინანსდა

1198

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

კასპის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 პროექტი 1 924 040 ლარით დაუფინანსდა. საერთო ჯამში კი რეგფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 2 025 306 ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად  სასმელი წულის სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, კასპის სოფელ თელიანსა და სასირეთში სასმელი წყლის ქსელის რაბილიტაცია ჯამში 1 464 800  ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 391 560 ლარი რეგფონდიდან გამოიყო.

ხოლო, კასპის სოფელ ხოვლეს სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის რეგფონდიდან 532 480 ლარი მოხმარდება, პროექტის სრული ღირებულება კი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებასაც ითვალისწინებს 560 506 ლარია.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.