ქარელის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 300 887 ლარის ღირებულების 6 პროექტი დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, ქობესაანთ უბანი-ვედრება-სანებელის გზას 1 017 233, ქარელის ქუჩების ასფალტირებას 768 320, ქარელი – ლეთეთის გზას 765 368, ზემო შაქშაქეთის გზას 479 636, ხოლო აბისი-აბისისთავის გზას 744 875 ლარი მოხმარდება. ამასთან, ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში გზის ასფალტირებისთვის 525 455 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 4 527 252 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან კასპის, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.