გორის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 პროექტი 7 211 240 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ გორში სუხიშვილის ქუჩის პარალელური, შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაციას 229 400, კახნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 262 793, ხოლო
გორგასლის ქუჩის რეაბილიტაციას 560 247 ლარი მოხმარდება.
ამასთან, ქალაქ გორში ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის” შენობის მშენებლობისთვის 511 746 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 798 774, კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების კეთილმოწყობისთვის 2 878 548, რაც შეეხება სოფლების დიცი-ქორდი-არბო-მერეთის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის 1 969 732 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 9 592 050 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.