ხაშურის მუნიციპალიტეტს 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 პროექტი 3 459 710 ლარით დაუფინანსდა.
კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალის, რეზერვუარისა და დასახლებების ჯგუფური მიწოდების სისტემების მოწყობისთვის რეგფონდიდან 475 000 ლარი დაიხარჯება.
ამავე ფონდიდან, დაბა სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში, თამარ მეფის პირველი და მესამე ჩიხების მოასფალტებას 633 420, სოფელ ვაყაში გზის კეთილმოწყობას 1 370 144, სოფელ ხცისიდან სოფელ კრისხევამდე გზის მოასფალტებას კი 981 146 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 641 801 ლარი დაიხარჯება.