ახალციხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 პროექტი 4 688 145 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, სოფელ წინუბნისა და გურკელის გზას 852 138, სოფელ ტყემლანის გზას 463 742, სოფელ ნაოხრების გზას 231 820, სოფელ ზემო სხვილისის გზას 85 068, ხოლო სოფლების ანდრიაწმინდა-ანდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას
474 202 ლარი მოხმარდება. ამასთან, მაჭიხეთის წმ. მარიამის ეკლესიისაკენ მიმავალი გზის გადაკვეთიდან სოფელ ხეოთის სკოლამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 546 832 ლარი გამოიყო.
ამავე ფონდიდან, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 2 034 343 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 5 008 837 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.