ზუგდიდის ყინულის სახლი, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება

877

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის “სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, 22 თებერვალს ზუგდიდის ყინულის სახლი გაიხსნება. მისივე თქმით, სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. მერიაში კი განმარატვენ, რომ საკითხს აზუსტებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც სკეიტპარკის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია “m²“ სასტუმროს მშენებლობით დაინტერესდა, ყინულის სახლის სხვაგან გადატანა განიხილებოდა. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.